1. პროექტის სახელი : "ექსკურსია"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით : მოსწავლეები ატარებენ კლასში გამოკითხვას.
3. პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეებს შევთავაზე თავიანთ კლასში ჩაატარონ გამოკითხვა თემაზე : "ექსკურსია" შემდეგი კითხვარის საშუალებით :
1. რომელ ცივ სასმელს მიირთმევთ ექსკურსიაზე;
2. ქსურთ მიირთვათ ხაჭაპური;
3. ქსურთ მიირთვათ ლობიანი;
4. ქსურთ მიირთვათ ღვეზელი;
5. ქსურთ მიირთვათ ბუტერბროდი;
6. რომელ ცივ კერძს ანიჭებთ უპირატესობას ;
7. ხილის რა სახეობა გიყვართ;
8. დესერტად რას მიირთმევთ.
მოსწავლეები კლასში იყოფიან 5 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს შეკითხვებს და აწარმოებს კვლევას და აგროვებენ მონაცემებს კლასში; გაკვეთილზე კომპიუტერებში ამზადებენ ცხრილს; იწყებენ მოსწავლეთა სიხშირეების დაფიქსირებას ცხრილში; გამოითვლიან ყველა პროდუქტის საჭირო რაოდენობას და თანხას , რომელიც სჭირდებათ ამ პროდუქტების შესაძენად;
აგრძელებენ მუშაობას და ამზადებენ ანალიზს.
4. მონაწიეთა ასაკი : 14–15 წელი
5. ვადები/ხანგრძლიობა : 1 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მონაცემთა შეგროვების ხერხების, მოცემულ სიტუაციაში შესაფერისი ხერხის შერჩევის უნარის გამომუშავება; მონაცემთა კლასიფიკაციის, მათი სიხშირეთა ცხრილებით წარმოდგენის უნარის გამომუშავება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას : მოსწავლეები გამოკითხვის შედეგად შექმნიან ელექტრონულ ცხრილს , აგებენ დიაგრამებს
8. სარგებელი სხვებისთვის : სხვა კლასებს შეუძლიათ განახორციელონ ანალოგიური გამოკვლევა ექსკურსიის წინ.
9. სამუშაო ენა : ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : მათემატიკა ;
მოსწავლეები მოიპოვენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
11.პროექტის ავტორი : ნატო ხუბუტია
12.ავტორის ელ.ფოსტა : khubutianataia@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : khubutianatalia.blogspot.com
Sunday, March 14, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)